LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200 მეტრი შერკინება: იაპონიაში სარეკლამო სარაგბო რეკორდი დაამყარეს

73

იაპონიამ სარაგბო მსოფლიო თასისთვის მზადება უკვე დაიწყო. ჩემპიონატის გახსნამდე ჯერ საკმაო დროა, ლამის მთელი წელიწადი, პრომო აქციები და ყურადღების მიპყრობა კი დაწყებულია.

სწორედ მსოფლიო თასის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ტოიოტაში გრანდიოზული შერკინება მოაწყვეს – 2586 ადამიანმა 10-წამიანი შერკინება შეასრულა. შერკინების სიგრძე მთელი 200 მეტრი იყო.

ეს კი გინესის რეკორდია.

მსგავსი რამ 2016 წელს, უელსის დედაქალაქ კარდიფშიც გაუკეთებიათ. მაშინ შეკრინებაში 1758 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

იაპონიაში 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე შესარჩევი ეტაპის გარეშე მოხვდა და მთავარ ტურნირზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები