LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერვე დღე: ქალებმა მოულოდნელად წააგეს, ვაჟებმაც

24

ბათუმში მიმდინარე 43- საჭადრაკო ოლიმპიადაზე მერვე ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ყაზახეთის გუნდთან 1:3 დამარცხდა, საქართველოს მეორე ნაკრებმა აზერბაიჯანთან 1,5:2,5 წააგო, მესამე ნაკრების წევრებმა კი ალჟირის გუნდის წევრები შედეგით 2,5:1,5 დაამარცხეს.

საქართველოს პირველი გუნდი სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-9 ადგილზეა, მეორე ნაკრები 11 ქულით 13-ე, ხოლო მესამე გუნდი 11 ქულით 23-ე.

საქართველოს ვაჟთა პირველი გუნდი მოლდოვის ნაკრებთან 1,5:2,5 დამარცხდა, მეორე ნაკრების მოჭადრაკეებმა ნეპალის გუნდის წევრებს იოლად 3,5:0,5 მოუგეს, ხოლო საქართველოს მესამე გუნდის და ინდონეზიის ნაკრების დაპირისპირება ყაიმით 2:2 დასრულდა.

მეცხრე ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი მონღოლეთს, მეორე ნაკრები სერბეთს, ხოლო მესამე ვიეტნამს შეხვდება.

საქართველოს პირველი ნაკრების მეტოქე ვაჟებში ბალარუსი, მეორე გუნდის ლატვია, ხოლო მესამის ალჟირი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები