LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბერში საწვავის ფასმა საშუალოდ 5-8 თეთრით მოიმატა

67

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, სექტემბრის თვეში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად იზრდებოდა. კერძოდ, თვის განმავლობაში ის გაიზარდა საშუალოდ 5,24 დოლარით/ბარელზე,ანუ 6,77%-ით  და დღეისათვის შეადგენს 82,67 დოლარს/ბარელზე. ხოლო აგვისტოს თვის დასაწყისიდან ნავთობის ფასი გაზრდილია საშუალოდ 8,42 დოლარით/ბარელზე, ანუ 11.3 %-ით. ცნობისათვის, წლის დასაწყისში ბარელი ნავთობი შეადგენდა საშუალოდ 67დოლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ამჟამინდელი ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას 2014 წლისნოემბრის თვის შემდეგ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებითვე, მიმდინარე ეტაპზე ნავთობისფასის ზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებითროგორც ცნობილია, ნოემბრის თვიდან ძალაში შედის სანქციები ირანის წინააღმდეგ. შესაბამისად არის მოლოდინი იმისა, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე ინდური და ჩინური კომპანიები მასიურად აცხადებენ უარს ირანული ნავთობის შესყიდვაზე. აშშ ავლენს პრინციპულ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც გახლავთ ის და მისი მიზანია, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი დავიდეს ნულამდე. ასევე უნდა აღინიშნოს, „ოპეკის +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, მიმდინარე ეტაპზე გეგმის მიხედვით ხორციელდება. თუმცა შესაძლებელია, ნავთობის ფასზე პოზიტიური გავლენა (შემცირებისკენ) მოახდინოს იმან, რომ შესაძლოა საუდის არაბეთმა უახლოეს პერიოდში დაიწყოს ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის გაზრდა ყოველდღიურად 0.5 მლნ ბარელით. თუმცა ეს დამოკიდებულია ქუვეითთან მოლაპარაკებებზე ამ ორი ქვეყნის ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მოპოვების განახლებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული  ვალუტის  – ლარის  გაცვლითი კურსიდოლართან მიმართებაშირომელთანაც პირდაპირ კავშირშია საწვავის ფასი. სექტემბრის თვეში ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, აგვისტოს თვის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან  მიმართებაში   შეადგენდა 2,4484 ერთეულს, სექტემბრის თვის დასაწყისში – 2,5789 ერთეულს და თვის ბოლოს მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,6151  ერთეულს.

„საერთაშორისო ფასების მატებიდან გამომდინარე და ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის მკვეთრი ვარდნის გამო დოლართან მიმართებაში, მოხდა საქართველოს საწვავის საცალო ქსელში საწვავის ფასის მატება. კერძოდსექტემბრის თვეში მოხდა საწვავის ფასის მატებაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 5-8 თეთრით ლიტრაზე.  დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,34-2,52 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,47-2,60 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი – 2,57-2,68 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი – 2,50-2,64 ლარი/ლიტრაზე”, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები