დიზელის ძრავიანი ავტომობილები ბრიუსელში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ახალი კანონი ბელგიის დედაქალაქში ოქტომბრის თვიდან ამოქმედდა და ყველა ადამიანი ვინც ქალაქს დააბინძურებს – 350 ევროთი დაჯარიმდება. გამონაბოლქვს კი პოლიციელებთან ერთად სპეციალური კამერებიც დააკვირდებიან და კანონდამრღვევებს სახლში ვიდეოჯარიმები მიუვათ.
მთავრობა დარწმუნებულია, რომ ახალი კანონის დამსახურებით სულ რაღაც ერთ წელიწადში ბრიუსელის ჰაერი 10%-ით უფრო სუფთა გახდება. შეგახსენებთ, რომ ბელგიის მსგავსად დიზელის ძრავიანი ავტომობილები ეტაპობრივად სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად – გერმანიასა და ესპანეთშიც აიკრძალება.