ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა დაევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორისთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ევროპის საინვესტიციო ბანკის მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მიმართულია ქვეყანაში საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის, ინოვაციური ბიზნესის განვითარებისკენ.
დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაქართველოში დამატებით გეგმავს 250 მლნ ევროს გამოყოფას გზების მშენებლობის მხარდასაჭერად.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მთავრობისთვის, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის რეფორმის განხორციელება და ამ კუთხით, EIB-ის მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება.
ფინანსთა სმაინისტროს ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანკის მზაობა, გააგრძელოს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.