LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ განახლებული Civic წარმოადგინა

151

Honda-მ განახლებული Civic წარმოადგინა. კომპანია Honda-მ ლეგენდარული კუპეს განახლება ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის გადაწყვიტა. მოდელმა ახალი ვიზუალი, უფრო მრავალფეროვანი  სტანდარტული აღჭურვილობა და მულტიმედიური სისტემა Display Audio მიიღო. გარდა ამისა, ძარა სრულიად ახალი შეფერილობით – თეთრი Platinum White Pearl-ით, წითელი Molten Lava Pearl-ითა და ყვითელი Tonic Yellow Pearl-ითაა ხელმისაწვდომი. სედანის სალონმა კი უახლეს მულტიმედიურ სისტემასთან ერთად განახლებული გრაფიკა და ცენტრალური კონსოლის სრულიად ახალი ფორმაც მიიღო. გაუმჯობესდა ასევე ხმის იზოლაცია და საბარგულის ტევადობა. განახლებულ Civic-ს უსაფრთხოების უკეთესი სისტემაც აქვს და აუცილებლად აღსანიშნავია – შორი განათების ავტომატური მართვა. და ბოლოს, რაც შეეხება სიახლის ტექნიკურ მახასიათებლებს, კუპეს ატმოსფერული „ოთხიანი“ და 1,5 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავი აქვს, აგრეგატს 160 და 176 ცხენის ძალების განვითარება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები