ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსზე საქართველოს სახელით კესარია აბრამიძე გამოვა. 2-3- ნოემბერს საერთაშორისო სილამაზის კონკურსი ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში გაიმართება.
კესარიას ფოტო უკვე გამოქვეყნებულია კონკურსის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე და მას, რასაკვირველია, უამრავი კომენტარი მოჰყვა, ძირითადად, ქართველებისგან – მათ შორის ერთი ნაწილი აკრიტიკებს კესარიას ამ კონკურსზე გამოსვლის გადაწყვეტილებას, მეორე კი მიესალმება და მას წარმატებებს უსურვებს.