LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ძმის განადგურება უნდათ: რონალდოს და გამოექომაგა

31

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს და: „ჩემი ძმის განადგურება უნდათ“.

კატია ავეირუ ემოციურად გამოეხმაურა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მის გაძევებას „ვალენსიასთან“ მატჩში.

„ფეხბურთის სირცხვილი. სამართლიანობა იზეიმებს. მათ ჩემი ძმის განადგურება სურთ, მაგრამ ღმერთს არასოდეს არ ძინავს“, – დაწერა კატიამ.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სათამაშო ეპიზოდში მეტოქეს ხელი აუქნია, მაგრამ მსაჯმა მაინც გააგდო, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ყოფილა.

ეს რონალდოს პირველი წითელი ბარათია ჩემპიონთა ლიგაზე.

„იუვემ“ კაცნაკლულმაც მოუგო „ვალენსიას“ 2:0.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები