LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა კოსმოსის პირველი ტურისტის ვინაობა გაამხილა

40

ილონ მასკმა კოსმოსის პირველი ტურისტის ვინაობა გაამხილა. მთვარის გარშემო რაკეტით გასეირნებას იაპონელი მილიარდელი იუსაკუ მაეძავა შეძლებს. უნიკალური მოგზაურობა ერთი კვირა გაგრძელდებადა კოსმოსური ხომალდი Big Falcon მთვარეს 200 კმ-ით მიუახლოვდება.

რაც შეეხება პირველ ტურისტს, 42 წლის ბიზნესმენმა თავისი ქონება ანუ 3 მილიარდი დოლარი ტანსაცმლის გაყიდვის ონლაინ მაღაზიით იშოვა. იუსაკუ კოსმოსის მონახულებაზე ყოველთვის ოცნებობდა და როგორც ჩანს, ფულიც არ დაინანა.

შეგახსენებთ, რომ უჩვეულო პროექტი ჯერ კიდევ 2017 წელს დაანონსდა და კოსმოსური ტურიზმის სტარტი 2019 წლის პირველი ნახევრისკენაა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები