პარიზი და ბრიუსელი თვეში ერთხელ ავტომობილებისგან დაისვენებენ. საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ანა იდალგომ და მისმა ბელგიელმა კოლეგამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და მოსახლეობას ავტომობილების სახლებში დატოვებისკენ მოუწოდეს. ამიერიდან ყოველი თვის პირველ შაბათს ავტომობილებით გადაადგილება კანონით აიკრძალება და პირველი საცდელი მცდელობა 15 სექტემბერს შედგა.
ინიციატივის მიზანი ჰაერის დაბინძურების შემცირებაა და მოსახლეობას მისი გათვალისწინება ნებაყოფლობით ან იძულებით მოუწევს. საქმე ისაა, რომ შაბათობით ქალაქების ცენტრალური ქუჩები, ისეთი როორიცაა – შატლეს მოედანი, მარეს კვარტალი თუ ლუვრის ტერიტორია – გადაიკეტება და ავტომობილები ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას უბრალოდ ვეღარ შეძლებენ.