ცოტა ხნის წინ თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დრამატულ ბრძოლაში 85:86 დამარცხდა.
ჩევნი გუნდი თითქმის მთელი შეხვედრა წინ იყო და შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 6 ქულითაც ლიდერობდა, თუმცა ბერძნებმა დარჩენილ დროში ჩამორჩენის აღმოიფხვრა შეძლეს და შეხვედრა “გეიმ ვინერით” თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
შედეგად ჩვენთვის კიდევ უფრო გართულდა მიზნის მიღწევა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.
სამაგიეროდ საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ფაქტიურად განაღდებული აქვს. საქართველოს ნაკრებს ამ დროისათვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში 11 ქულა აქვს.