LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასე ერთობა ირინა შეიკი ქალიშვილთან ერთად პოდიუზმე გასვლის წინ (ფოტო)

34

ირინა შეიკი ამჯერად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მოდის კვირეული მიმდინარეობს. საღამოს ის თითქმის ყველა ჩვენებას ესწრება, დილას კი დროს ქალიშვილთან, ლეასთან ერთად ატარებს.

პაპარაცების ობიექტივში მოხვდა ქალიშვილთან ერთად, ნიუ-იორკის ქეუჩებში მოსეირნე შეიკი. ფოტოებზე ჩანს, რომ ბედნიერი დედა-შვილი თავს ფანტასტიკურად გრძნობს.

როგორც წესი, ირინა შეიკი სეირნობისას ყოველთვის სპორტულ სტილს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ამჯერად ის შავ პლაშსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი.

შეგახსენებთ, რომ ბრედლი კუპერსა და ირინა შეიკს ქალიშვილი ლეა 2017 წლის 21 მარტს შეეძინათ.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები