LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფის გადაღების სურვილმა კიდევ ერთი ტურისტი შეიწირა

40

სელფის გადაღების სურვილმა კიდევ ერთი ტურისტი შეიწირა. „ABC News”-ის ინფორმაციით, შემთხვევა კალიფორნიის ნაციონალურ პარკში, ერთ-ერთ ჩანჩქერთან მოხდა. ისრაელიდან ჩამოსული 18 წლის თინეიჯერი პარკში დედასთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოს გადასაღებად 250 მეტრის სიმაღლის ნევადის ჩანჩქერზე აძვრა. ყმაწვილი საუკეთესო კადრის დაჭერას ცდილობდა, როცა ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ინდოეთშიც მოხდა, როცა 24 წლის სურბატ ნაგი ერთ-ერთი ჩანჩქერის მწვერვალიდან გადავარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები