LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ის 2019 წლის ზაფხულის ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელია

56

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის 2019 წლის ზაფხულის განრიგი უკვე ხელმისაწვდომია. არსებული ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ Wizz Discount Club-ის წევრებს, 21 სექტემბრიდან კი რეისები ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, რომ მომავალი გაზაფხულისა და ზაფხულის დასვენების დაგეგმვა Wizz Air-ის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ბილეთების მოძებნით დაიწყონ. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, 2019 წლის ზაფხულის სეზონის ბილეთები მხოლოდ Wizz Discount Club-ის წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, გახდნენ ჩვენი ფასდაკლების კლუბის წევრები და ყველაზე ადრე ისარგებლონ საუკეთესო შესაძლებლობებით www.wizzair.com-ზე“, – აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრას რადო.

შეგახსენებთ, 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, Wizz Air-მა საქართველოს რეისებზე თითქმის 226,000 მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 79%-ით აღემატება. Wizz Air საქართველოში მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 20 ავიამიმართულებას 14 ქვეყნის მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები