LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასტრონომიული მოგზაურობა რომში – რჩევები მოგზაურებს

144

არქიტექტურული შედევრების და არაჩვეულებრივი პეიზაჟების მიუხედავად, ბევრისთვის იტალია პირველ რიგში უგემრიელეს სამზარეულოსთან ასოცირდება და არც ცდება, რადგან საუკეთესო პროდუქტი – მოცარელა და პიცა, პასტა, ლაზანია და მრავალი სხვა სწორედ „იტალიელები“ არიან. ასე რომ, თუ თავს ნამდვილ გურმანად თვლით, აუცილებლად მოაწყვეთ გასტრონომიული მოგზაურობა რომში.

ბაზარი Campo dei Fiori-ს მოედანზე – რომში მოგზაურობისას, პირველ რიგში პროდუქტის ბაზარში შეიარეთ Campo dei Fiori-ს მოედანზე, რომელიც კვირადღის გარდა, ყოველდღე, ადრიან დილას იხსნება, დღის 2 საათამდე მუშაობს და გურმანებთან ერთად ჩვეულებრივ დიასახლისებსაც პასტისა და მაკარონის, სოუსისა და სანელებლის ფართო არჩევანს სთავაზობს. აქვეა ცნობილი საცხობი Forno Campo de’ Fiori, სადაც ნამდვილი რომაული პიცა 6,5-9 ევრო ღირს.

სავაჭრო ცენტრი Eataly – მართალია, მატარებლების ყოფილ ტერმინალში მოწყობილი სავაჭრო ცენტრი Eataly, საკმაოდ შორსაა ცენტრიდან, მაგრამ მისი სტუმრობა მაინც აუცილებელია, რადგან უზარმაზარ სივრცეში პრაქტიკულად ყველა პროდუქტის შეძენა-დაგემოვნება შეიძლება რეგიონების მიხედვით. მაგალითად, საუკეთესოდ ლაციოს საქონლის ხორცი ითვლება, ყველი – ლომბარდიაში დამზადებული გასინჯეთ, ღვინის დეგუსტაცია კი, ადგილობრივ ბარში მოაწყვეთ.

საოცრად გემრიელი ძეხვისა და ყველის გარდა, მაღაზიაში ზეთის, მათ შორის ზეითუნის ზეთის ფართო არჩევანია. აქვეა სპეციალური მაღაზია დიასახლისებისთვის კულინარიული წიგნების უზარმაზარი ბიბლოთეკით და 20-მდე კაფე მრავალფეროვანი მენიუთი.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები