LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა სასტუმროს დასაჯავშნად ყველაზე სარფიანი დრო დაასახელეს

96

მოგზაურთა ონლაინსერვისმა Kayak–მა გასული წლების ყველაზე პოპულარული დანიშნულებები შეისწავლა და დაადგინა თუ რომელ დღეებში შეეძლოთ ტურისტებს ყველაზე მეტი თანხის დაზოგვა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნომრის დაჯავშნა უმჯობესი – არაპოპულარულ სეზონზეა. მაგალითად, პრაღაში ყველაზე იაფი ღამე 17 იანვარსაა, როცა სასტუმროს ფასი თითქმის 2–ჯერ იკლებს, ყველაზე ძვირი კი 29 დეკემბერს ხდება. მარაქეშში კი 7 აპრილს ბინა იმაზე 10–ჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ყველაზე ძვირადღირებულ – 28 ივლისის ღამეს.

არატურისტული სეზონისთვის დაგეგმილი მოგზაურობა არამხოლოდ ფასის გათვალისწინებითაა საუკეთესო, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის და სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაზე მეტი სიამოვნების მიღება სწორედ ასეთ დროსაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები