საფრანგეთი ტურისტებს ყველაზე მეტად ელოდება, თუმცა ყველაზე მეტი ტურისტი მაინც იტალიაში მიდის. ევროპაში მოგზაურ ტურისტებს ბინის პოვნა ყველაზე მეტად საფრანგეთში გაუიოლდებათ, ყველაზე მეტი სასტუმრო, საკემპინგო ზონა თუ ჰოსტელი, დაახლოებით 5,1 მილიონი ადგილით – სწორედ საფრანგეთშია თავმოყრილი. მეორე პოზიციას – 4,9 მილიონით იტალია იკავებს და ლიდერთა სამეულს 3,5 მილიონი ტურისტის ადგილით ესპანეთი ასრულებს. ამასთან, ყველაზე დიდი მოთხოვნა იტალიაზეა და მაგალითად 2017 წელს იტალიის სასტუმროებსა თუ ჰოსტელებში დამსვენებლებმა 210 მილიონი ღამე გაათენეს. მეორე ადგილზე – 165 მილიონი ღამისთევით ესპანეთი, მესამეზე კი – 66 მილიონით ჰოლანდიაა.