Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
შინაგან საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე 1200 ჭკვიან ვიდეოკამერას აამოქმედებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე 1200 ჭკვიან ვიდეოკამერას აამოქმედებს

59

შინაგან საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 1200 ჭკვიან ვიდეოკამერას აამოქმედებს.

უწყების  ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეიდან ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები აამოქმედა. მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული. მოქმედი კანონის თანახმად, ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ნებადართულია არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.

„აჭარის რეგიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სულ ამოქმედდა ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი. ამას გარდა, საქართველოს მასშტაბით, კიდევ 33 ლოკაციაზეა მოწყობილი სიჩქარის მზომი სექციები და სხვადასხვა რეგიონში სულ გადაფარულია 182 კმ საავტომობილო გზა.

აგვისტოში ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე, ასევე, ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით კონტროლდება სიჩქარის გადაჭარბების და სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე კი დამონტაჟებულია და ეფექტიანად ფუნქციონირებს 14 სექცია და 14 ვიდეოკამერა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას. წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები