LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლის დედა ინდონეზიის კუნძულზე – ყვავილების ფესტივალზე საქართველოც გამოჩნდა [ვიდეო]

320

ყვავილების ნარიყალა და ქართლის დედა – სწორედ ამ დეკორაციით წარსდგა წელს საქართველო პირველად, ინდონეზიაში გამართულ ინტერნაციონალურ ყვავილების ფესტივალზე.

ფესტივალი 8-10 აგვისტორს კუნძულ მანდოსთან, ქალაქ ტომოჰონში ჩატარდა.

როგორც „ფორტუნასთან“ ინტერვიუში Tika tours-ის ხელმძღვანელი თიკა სვანიძე ყვება, ფესტივალის ორგანიზატორებმა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, გადაწყვიტეს, სწორედ ამ ფორმით გაეცნოთ ინდონეზიელებისთვის საქართველო.

„ჩემი მეგობრები, რომლებმაც დაგეგმეს ეს ფესტივალი, ჩემი კომპანიით საქართველოში იმოგზაურეს და იმდენად მოეწონათ და შეუყვარდათ საქართველო, რომ გადაწყვიტეს საქართველოც გაეცნოთ ინდონეზიელი მოსახლეობისთვის წარმოედგინათ ამ ფესტივალზე“ – განაცხადა თიკა სვანიძემ.

lingga wijayadi-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სწორედ საქართველოს ყვავილების “ინსტალაციით” იწყება.

ტომოჰონის ინტერნაციონალური ყვავილების ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც 2008 წლიდან ტარდება და რომელშიც უამრავი ქვეყანაა ჩართული.

ყველაზე ფერად და სურნელოვან დღესასწაულზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან კუნძულ მონდოზე უამრავი ადამიანი იყრის თავს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები