თორნიკე შენგელია NBA-ში არ გადავა და კარიერას ისევ ესპანურ „ბასკონიაში“ გააგრძელებს.
eurohoops.net-ის ჟურნალისტმა ნიკოს ვარლასმა დაწერა, რომ “ბასკონიამ” თავის ისტორიაში კალათბურთელს საუკეთესო პირობები შეთავაზა. ეს კი ჩვენი თოკოა და „ბასკონიას“ კაპიტანიც დათანხმდა.
საინტერესოა, რომ ევროლიგის კლუბებიდან ქართველი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
თუ ასეა, გამოდის, რომ შენგელია NBA-ში არ ბრუნდება და ესპანეთში 2022 წლამდე რჩება.
თორნიკე “ბასკონიაში” 2014 წელს გადავიდა, გასულ სეზონში კი საშუალოდ მატჩში 13.7 ქულას აგროვებდა, 6.6 მოხსნას და 2.2 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.