LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილი კარიერის პიკზე: ნიკა 35 ჩოგანია (ვიდეო)

46

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც შთამბეჭდავი პროგრესი აქვს ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს.

მან კვირას, ჰამბურგში ATP500-ის ტურნირზე იმარჯვა, რითაც ახალ კლასიფიკაციაში 46 ადგილი მოიგო და მსოფლიოს 35-ე ჩოგანი გახდა. ეს ბასილაშვილის კარიერის რეკორდია, აგრეთვე საუკეთესო მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ბასილაშვილს ახლა 1215 ქულა აქვს.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ფინალში ორ საათსა და 13 წუთში დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი – 6:4, 0:6, 7:5.

ჰამბურგის ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია გრუნტის საფარზე – ათი წელი ტურნირს „მასტერსის“ სტატუსი ჰქონდა და აქ რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს არაერთხელ გაუმარჯვიათ.

ბასილაშვილისთვის ეს მესამე ფინალი იყო კარიერაში. 2016 წელს ქართველმა კიტცბუელში წააგო იტალიელ პაოლო ლორენცისთან, 2017 წელს კი მემფისში დამარცხდა ამერიკელ რაიან ჰარისონთან. შესაბამისად, ეს იყო ATP-ს ტურნირის მოგების მესამე ცდა. უკვე წარმატებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები