აჟიოტაჟი პოპულარულ კურორტებზე ყოველთვის იყო და ალბათ ყოველთვის იქნება, თუმცა, ევროპელებს თავისი „საიდუმლო“ ადგილები აქვთ, რომელთა შესახებ მართალია, არავის უმხელენ, მაგრამ ცნობისმოყვარე მოგზაურები მაინც გებულობენ.
გთავაზობთ 10 ყველაზე „გასაიდუმლოებულ“ ევროპულ კურორტს.
შვეიცარია – შეძლებულ ბრიტანელებს და ფრანგებს გშტაადეში ან სენტ-მორიცში უყვართ დასვენება, ცნობილი შვეიცარიელები კი, ძირითადად ქვეყნის სამხრეთ- დასავლეთში, იურას კანტონს ან „სამი ტბის“ (ქალაქებს ნევშატელს, გრენჰენს, ლა ბრენეს, შო-დე-ფონს, ნოდსისა და ბილ-ბიენეს) რეგიონს ანიჭებენ უპირატესობას.
დანია – სამხრეთ ევროპელებს სკანდინავიის ქვეყნები და განსაკუთრებით დანია ხიბლავთ თავისი ბორნჰოლმის კუნძულით, რომლის პოპულარიზაციას მსოფლიოს საუკეთესო რესტორანმა Noma-მ შეუწყო ხელი.
ხორვატია – მართალია, ხორვატიაში უამრავი კურორტია, რომელთაც დიდი ხანია მოიპოვეს პოპულარობა, მაგრამ თავად ხორვატები მაინც დუბროვნიკთან ახლოს, პატარა ქალაქ ცავტატში დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას.