LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Uber-მა ბარსელონა დატოვა

68

Uber-მა ბარსელონა დატოვა. ესპანელი ტაქსისტები ორ დღიანი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან. საქმე ისაა, რომ სასამართლომ VTC ტიპის ლიცენზიის გაცემა აკრძალა, ეს კი იმას ნიშნავს რომ მძღოლები, რომლებსაც საკუთარი ავტომობილი ჰყავთ და ტაქსის კომპანიასთან დროებით თანამშრომლობენ, მუშაობას ვეღარ შეძლებენ. ანუ Uber თუ Cabify საქმიანობას ვერ გააგრძელებენ და ესპანური ბაზარი უნდა დატოვონ. შექმნილი ვითარების გამო ბარსელონაში ჩასული ტურისტები იძულებულნი არიან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ.

რაც შეეხება გაფიცვას, მას ბარსელონაში მოქმედი 6 კომპანია შეუერთდა და მხარდამჭერებს ისინი მადრიდიდან, ვალენსიიდან, ბილბაოდან, სევილიიდან და სარაგოსადან  ელოდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები