LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ახალი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

38

Volkswagen-მა პაიკს–პიკსის ტრასაზე ახალი რეკორდი დაამყარა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა გაავრცელა ვიდეო, სადაც I.D. R–ის ელექტრონული პროტოტიპის მოძრაობაა აღბეჭდილი. შეჯიბრი ერთი თვის წინ გაიმართა, თუმცა ვიდეო მხოლოდ ახლა გავრცელდა.

სპორტქარი 680 ძალის აგრეგატითაა აღჭურვილი და რეკორდული რალის დროს მას მრავალგზის ჩემპიონი მრბოლელი რომენ დიუმა მართავდა. პილოტმა 20 კმ სიგრძის პაიკს–პიკი, რომელიც 156 მოსახვევისგან შედგება, სულ რაღაც 7 წუთსა და 57,148 წამში გაიარა. დიუმამ წინა რეკორდსმენის სებასტიან ლებოს შედეგი მთელი 16 წამით გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ 9 გზის ჩემპიონმა 875 ძალის მქონე  Peugeot 208 T16–ის პროტოტიპით რეკორდული დრო 2013 წელს დააფიქსირა. მას შემდეგ ამ შედეგის გაუმჯობესება ბევრჯერ სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები