LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზბეკ მძღოლებს მინების დაბურვის უფლება მისცეს

473

უზბეკ მძღოლებს მინების დაბურვის უფლება მისცეს. თუმცა, ავტომობილის მინების დამუქებას ყველა მსურველი ვერ შეძლებს და ამის გასაკეთებლად სპეციალური ნებართვის აღება იქნება საჭირო. ნებართვა ერთი წელი იმოქმედებს და მისი ღირებულება 2000 დოლარი იქნება. თუმცა, ეს ფასი მხოლოდ ფიზიკურ პირებზეა გათვლილი და უცხოეთის მოქალაქეებსა თუ იურიდიულ პირებს ცოტა მეტის – 2,8 ან 3,3 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ. მინების დაბურვას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს და ნებადართული წინა ფანჯრებზე 5%-მდე, უკანაზე კი 30%-მდე დამუქება იქნება შესაძლებელი. მინების დაბურვის უფლების აღება მსურველებს 1 აგვისტოდან მოუწევთ და ვინც სიახლეს არ დაემორჩილება სოლიდური ჯარიმა დაეკისრება. და ბოლოს, საინტერესოა, რომ უცხოური ავტომობილები რომლებიც უზბეკეთის ტერიტორიას დაბურული მინებით გადაკვეთენ, გადასახადის -15 დოლარის გადახდა მოუწევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები