LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიის პოლიციელები რადარებზე ბევრად უფრო ეფექტურები არიან

92

ბელგიის პოლიციის თანამშრომლები საგზაო რადარებზე ბევრად უფრო ეფექტურები არიან. უკანასკნელი წლის განმავლობაში ბელგიელმა მძღოლებმა 27%-ით უფრო მეტი ჯარიმა მიიღეს, ვიდრე წინა წლებში. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ბევრ ტრასაზე გარდა კამერებისა და რადარებისა, სიჩქარეს საგზაო პოლიციაც აკონტროლებს. სამართალდამცავები დარწმუნებულნი არიან, რომ კანონდამრღვევთა რაოდენობა სინამდვილეში არ გაზრდილა, უბრალოდ მძღოლები მათ ვეღარ ატყუებენ. რადარების შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირადაა, ბელგიელებმა იციან თუ სად ელოდებათ საფრთხე ამიტომ სიჩქარეს ამცირებენ და შემდეგ ისევ უმატებენ. ამჟამად ბელგიაში იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გააუმჯობესონ ტექნოლოგია ისე, რომ პოლიციელებს საქმე შეუმსუბუქონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები