კიმ კარდაშიანს, უდავოდ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უკანალი აქვს, თუმცა მისი და, კორტნი ცდილობს, მას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.
ცნობილი რეალითი-შოუს 39 წლის წარმომადგენელმა „ინსტაგრამზე“ გააზიარა ფოტო, რომელზეც მინიმალისტური ზომის საცვალი აცვია და სწორედ მისი წყალობით კარგად ჩანს საკმაოდ დიდი ზომის უკანალი. კორტნი ზურგით ზის და კამერისკენ იყურება, თავზე კი დიდი ზომის შლაპა ახურავს. ყურადღებას კი მისი უკანა ხედი იქცევს.
ფოტოს, ბუნებრივია, საკმაოდ ბევრი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის იყო ცინიკური დამოკიდებულების გამომხატველიც, რომ კორტნის მსგავსი ტიპის ფოტოები „ლაიქების“ მოსაზიდად სჭირდება. მსგავსი შინაარსის კომენტარები კორტნიმ მომენტალურად წაშალა.