კარდაშიანების ოჯახის უფროსი და, 39 წლის კორტნი კარდაშიანი, ბოიფრენდთან ერთად იტალიაში ისვენებს. პაპარაცებმა წყვილი მდიდრულ იახტაზე გადაიღეს.
ცნობილი კლანის წარმომადგენელს Norma Kamali-ს ბრენდის შავი ფერის მთლიანი საცურაო კოსტიუმი ეცვა, საკმაოდ ღრმა ჭრილებით, რაც კორტნის სექსუალობას უსვამდა ხაზს.
ფოტოებზე ჩანს, რომ წყვილი დროს შესანიშნავად ატარებს: ისინი ხან ცურავენ, ხან მზის აბაზანებს იღებენ, ხანაც ბავშვებთან ერთად ერთობიან.