კიმ კარდაშიანი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ცდილობენ, ოჯახურ ბიზნესს მაქსიმალურად გაუკეთონ პოპულარიზაცია. სკანდალური ქალბატონი ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, ეპატაჟური გამოსვლები კი მისგან უკვე აღარავის უკვირს.
ამ დღეებში ვარსკვლავმა მეუღლის, კანიე უესტის ახალი კოლექციიდან მორიგ კოსტიუმს გაუკეთა რეკლამა და კალიფორნიის ქუჩებში სწორედ მასში გამოწყობილი გამოჩნდა. ბუნებრივია, კიმის გამოჩენას კვლავ გაოცება მოჰყვა: მას სპორტული სტილის მომდგარი ზედა, ამავე ფერის ვიწრო შორტი და დიდი ზომი ბოთფორდები ეცვა. რაც შეეხება მაკიაჟს, კიმს ტრადიციულად აქცენტი თვალებზე ჰქონდა გაკეთებული, თმა კი აწეული და ჩამოშლილი ჰქონდა.