იტალიური ქალაქი იუნესკოს სიაში მოხვდა. ტურინის პროვინციაში მდებარე ივრეა გახდა იტალიის რიგით 54-ე ქალაქი, რომელმაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება იუნესკოს 42-ე შეკრებაზე მიიღეს. ტრადიციული განხილვა ამჯერად ბაჰრეინში გაიმართა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ათობით ქალაქსა თუ ისტორიულ ძეგლს მიენიჭა.
რაც შეეხება ივრეას, მას საზოგადოება თავისი მრავალფეროვანი კარნავალებით იცნობს. მათ შორის ყველაზე პოპულარული „ფორთოხლის ბრძოლაა“, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. კარნავალის დროს ქალაქში ტონობით მწიფე ფორთოხალი ჩააქვთ და მათ მონაწილეები ერთმანეთს ესვრიან ხოლმე.