Dodge Charger-მა „დემონური“ განახლება მიიღო. ოთხკარიან მასლქარს ორი ახალი შესრულება დაემატა, ასევე შეიცვალა მისი დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლებიც განახლდა. სიახლეების ნაწილი სედანმა 852 ძალის მოდიფიკაციის Challanger SRT Demon-ისგან მიიღო. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ Dodge-ის ექვსამდე ვერსიაა ხელმისაწვდომი, მათ შორის მოდიფიკაცია – SXT და GT. ორივე მოდელი 3,6 ლიტრიანი V6 ძრავითაა უზრუნველყოფილი და მათ 305 ცხენის ძალის განვითარება შეუძლიათ. ასევე, ავტომობილებს 8 დიაპაზონიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი TorqueFlite აქვთ. Charger SXT-ის სალონი მთლიანად ტყავშია შესრულებული და სავარძლები კი სპორტული დიზაინის აქვს.
ხოლო რაც შეეხება Dodge Charger Scat Pack-ს მოდიფიკაციას, მას 6,4 ლიტრიანი V8 ძრავი აქვს და 492 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. და ბოლოს, Dodge-ის ყველაზე ძლიერ ვერსიას SRT Hellcat-ს 717 ძალის ძრავი HEMI V8 აქვს.