LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Camry 14 წლიანი შესვენების შემდეგ ევროპაში ბრუნდება

203

Toyota Camry 14 წლიანი შესვენების შემდეგ ევროპაში ბრუნდება. იაპონურმა ბრენდმა გადაწყვიტა, რომ ლეგენდარული მოდელით წარმოებიდან მოხსნილი Avensis ჩაანაცვლოს. ახალი სედანი TNGA პლატფორმაზეა აწყობილი და ის მხოლოდ ჰიბრიდის სახით გაიყიდება. 178 ძალის მქონე საწვავის ძრავიან ავტომობილს 120 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავიც დაემატება და მისი ელემენტი უკანა სავარძლის ქვეშ დამონტაჟება.

შეგახსენებთ, რომ Toyota Camry ევროპული ბაზრიდან 2005 წელს გაქრა, რითაც გული ბევრ ავტომოყვარულს დაწყვიტა. სედანი საკმაოდ კომპაქტური იყო, 3 ტიპის ძარა ქონდა და მის აწყობაზე პასუხისმგებელი ტოიოტას ინგლისში მდებარე ქარხანა იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები