LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda-მ როდსტერი MX-5 ბევრად უფრო ძლიერი და უსაფრთხო გახადა

44

Mazda-მ როდსტერი MX-5 ბევრად უფრო ძლიერი და უსაფრთხო გახადა. განახლებულმა ავტომობილმა მოდერნიზებული ძრავი, გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემა და განახლებული დიზაინი მიიღო. იაპონელებმა 1,5 და 2,0 ლიტრიანი ძრავები ისე შეცვალეს, რომ საწვავის წვა შემცირდა და მოდელი ბევრად უფრო ეკოლოგიური გახდა. სპორტქარის სიძლიერე 160-დან 184 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ამასთან ახალ როდსტერს შეცვლილი კარებების სისტემა, სავარძლების განლაგება და საჭის მდგომარეობა ექნება. შეიცვალა და ბევრად უფრო მიმზიდველი გახდა ასევე მოდელის გარეგნული ვიზუალიც, ის უფრო ხასხასა წითელია, რაც მის ეპატაჟურობას უსვამს ხაზს. და ბოლოს, რაც შეეხება უსაფრთხოების სისტემას, აღსანიშნავია – საგზაო ნიშნების ამომცნობი ფუნქცია, ავტომატური დამუხრუჭება, საქალაქო სიჩქარე და ავარიული სიტუაციისას სწორად რეაგირება. განახლებული Mazda ევროპის ბაზარზე შემოდგომის ბოლოსთვის გამოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები