LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერქარი Ford GT პირველივე მგზავრობისას დაამტვრიეს

50

სუპერქარი Ford GT პირველივე მგზავრობისას დაამტვრიეს. ავტომობილი, რომლის გარბენიც მხოლოდ 70 კმ იყო, გერმანიის ერთ-ერთ ქუჩაში განადგურდა. 450 ათას ევროდ შეფასებულ სუპერქარს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა, მიზეზები კი ჯერ-ჯერობით უცნობია. ცეცხლის გაჩენის დროს ავტომობილის საჭესთან მისი 52 წლის მფლობელი იჯდა, მგზავრის სავარძელი კი მის შვილს ეკავა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად ისინი არ დაზარალებულან, ხანძარი კი დროულად მისულმა მაშველებმა ჩააქრეს. როგორც პოლიციის ადგილობრივ დეპარტამენტში აცხადებენ, ინციდენტის ზუსტი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია და სავარაუდოდ, ყველაფერი ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ სუპერქარი Ford Gt ბაზარზე ლიმიტირებული ვერსიით გამოვიდა და მისი შეძენა მხოლოდ რჩეულ კლიენტებს შეუძლიათ. მას 3.5 V6 ძრავი აქვს და 655 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე კი 347 კმ/სთ-ს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები