LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრუიზო ლაინერის მგზავრებმა ნამდვილი „ნარკო-ორგია“ მოაწყეს

99

საკრუიზო ლაინერის მგზავრებმა ნამდვილი „ნარკო-ორგია“ მოაწყეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაზე უწყინარი გასეირნება ხუთდღიან აურზაურად გადაიქცა. კრუიზის განმავლობაში 2,5 ათას მგზავრიან ხომალდს რამდენიმე დანიშნულება – კანი, იბიცა, პალმა – დე – მალიორკა უნდა მოენახულებინა და შემდეგ სტარტის ადგილას – ბარსელონაში დაბრუნებულიყო. თუმცა, წვეულებები, რომელიც ლაინერზე პირველივე დღიდან იმართებოდა- იმდენად გიჟური იყო, რომ ბევრმა ადამიანმა ვერ გაუძლო და ბორტი პირველივე გაჩერებაზე დატოვა. როგორც მგზავრები იხსენებენ, კრუიზზე ნარკოტიკის შეძენა იმდენად მარტივი იყო, რომ ის სასმელზე უფრო მეტიც კი გაიყიდა. მგზავრთა უმრავლესობა მუდმივად მთვრალი იყო და ხალხის თვალწინ ორგიებიც ხშირად იმართებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები