Ford-მა ველოსიპედისტებისთვის „ჭკვიანი“ ქურთუკი შექმნა. ამერიკული ავტოგიგანტი ე.წ. „სმარტ-ქურთუკზე“ დიდი ხნის გამავლობაში მუშაობდა და მისი მიზანი ორბორბლიანი ტრანსპორტის უსაფრთხოების გაზრდა იყო. Ford-ის სპეციალისტებს მუშაობაში კომპანიები – Lumo და Tome-ც დეხმარნენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი მათგანი ველოსიპედისტთა სამოსის, ხოლო მეორე კი – გაჯეტების აპლიკაციების შექმნითაა ცნობილი. ახალი ქურთუკი გარეგნობით აბსოლიტურად ჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა მას მოსახვევი და სტოპ- ნიშნები აქვს, რაც ველოსიპედისტს ბევრად უფრო შესამჩნევს ხდის. ნარინჯისფერი ნიშნები ქურთუკს მკლავებზე აქვს დატანილი და ხელის ამოძრავებისას ავტომატურად ირთვება. ველოსიპედის შეჩერებისას კი განათება ქურთუკის უკანა მხარესაც ციმციმებს. ამასთან, ქურთუკი სმარტფონთანაა დაკავშირებული და ველოსიპედისტსს საჭირო ინფორმაციას აწვდის. მძღოლს მარშრუტიდან გადახვევის საშუალებას კი მკლავებში ჩამაგრებული ვიბროძრავები არ აძლევენ.