იტალია ვაგნერის ფესტივალისთვის ემზადება. მელომანების საყვარელ დღესასწაულს წელს კამპანას რეგიონი 30 ივნისიდან უმასპინძლებს.
გერმანელი კომპოზიტორისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს 66-ედ ტარდება და მასზე დასწრებას სტუმრები 25 აგვსიტომდე შეძლებენ. მთავარი სცენა კვლავინდებურად რუფოლოს ვილა იქნება, ამალფის სანაპიროზე გადაშლილი ულამაზესი ხედი კი მუსიკით ტკბობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
რაც შეეხება ფესტივალის პროგრამას, ის საკმაოდ მრავალფეროვანია და კლასიკურ თუ თანამედროვე მუსიკასთან ერთად ჯაზსაც მოიცავს. გახსნისა და დახურვის ცერემონიას კი ტრადიციულად რიხარდ ვაგნერი გააფორმეს.