LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Autotest Georgia ფართოვდება – კომპანია დამატებით 2 ახალ ფილიალს ხსნის

272

შპს Autotest Georgia (აუტოტესტ გეორგია) ფართოვდება. კომპანია დამატებით 2 ახალ ფილიალს გახსნის, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირება.

როგორც „ფორტუნას”Autotest Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა, ახალი ფილიალების გახსნით კომპანიას ჯამში 9 ხაზი ექნება და ავტომობილების მფლობელები, რიგში დიდხანს დგომის გარეშე, შეძლებენ ავტოტრანსპორტის ტექნიკურ შემოწმებას.

„მოგეხსენებათ, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა მხოლოდ სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვისაა სავალდებულო. 2018 წლის პირველი ივლისიდან კი სავალდებულო ტექდათვალიერების მეორე ეტაპი დაიწყება და ტექნიკური დათვალიერების გავლა ამჯერად იურიდიული კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ბალანსზე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს მოუწევს. კერძო ავტომფლობრლებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების მოთხოვნა 2019 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. სწორედ ახალი კანონდებლობიდან და ჩვენს საქმიანობაზე, ბაზარზე არსებული გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გაფართოება. 1 ივლისიდან მომხმარებლები უკვე ჩვენი ახალი ფილიალებითაც ისარგებლებენ”, – აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შპს „აუტოტესტ გეორგია” ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი. კომპანიის ძველი ფილიალი აღმაშენებლის ხეივანში,  13 ასურელი მამის ქ. ნომერ 128 -ში მდებარეობს, ახალი ფილიალები კი 1 ივლისიდან გელოვანის გამზირზე, ნომერ 1 -ში და უნივერსიტეტის ქუჩა ნომერ 6-ში გაიხსნება.

რაც შეეხება შპს „აუტოტესტ გეორგიას” მომსახურების ღირებულებას, როგორც ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება მათთან 60 ლარი ჯდება, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კი- 100 ლარი.

ცნობისთვის, შპს „აუტოტესტ გეორგია” ქართულ ბაზარზე 1999 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების დარგში რამდენიმე  ჯილდოს მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები