აეროპორტებში დასაძინებლად განკუთვნილი ადგილები გაჩნდება. “Fox News”-ის ინფორმაციით, დიზაინერებმა, ბიზნესმენებმა და მოგზაურებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნეს საძილე კაფსულა, რომელსაც უახლოეს მომავალში ევროპის აეროპორტებში დაამონტაჟებენ.
ე.წ. Airpods, გარეგნულად მომავლის ავტომობილს გავს და შიგნით მგზავრებს ტელეფონის დამუხტვა, ინტერნეტის გამოყენება და ფილმის ყურება შეეძლებათ. გარდა ამისა, ტურისტები გარე სამყაროსაც არ მოწყდებიან და აეროპორტში მიმდინარე მოვლენებს მომენტალურად გაიგებენ, ეს მაშინ როცა კაფსულა ყველანაირი ხმისგან იზოლირებულია. დასასვენებელი სივრცე შიგნით მყოფ მოგზაურს თავის რეისსაც შეახსენებს და სასწრაფოდ გეითისკენ წასვლას აიძულებს.
საინტერესოა, რომ საძილე კაფსულებზე მუშაობა ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის, თუმცა რამდენიმე მათგანს ევროპის აეროპორტებში უახლოეს მომავალში დაამონტაჟებენ.