LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთ ლებლანმა Top Gear-დან წასვლა გადაწყვიტა

52

მეთ ლებლანმა Top Gear-დან წასვლა გადაწყვიტა. მსახიობი საკულტო შოუს შემდეგი სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

„BBC“-ის ინფორმაციით, მეთმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ინტენსიური გადაღებებისა და ხშირი მოგზაურობის გამო ოჯახისთვის დრო აღარ რჩებოდა, ამიტომ წასვლა ამჯობინა. წამყვანმა ისიც დაამატა, რომ ის ყოველთვის შოუს თაყვანისმცემლად და ერთგულ მაყურებლად დარჩება. შეგახსენებთ, რომ შოუს ახალი წამყვანები კლარქსონის, ჰამონდისა და მეის სკანდალური წასვლის შემდეგ დასჭირდათ. მეთიც ახალ წამყვანებს შორის ერთ-ერთი იყო.

როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, მსახიობის წასვლის მიზეზი რეალურად კოლექტივთან უთანხმოება გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები