LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rimac-მა ჰამონდის ავარიას საუკეთესო რეკლამა უწოდა

69

შვეიცარიაში რიჩარდ ჰამონდის მიერ ჰიპერქარ Rimac Concept One-ის დამტვრევა, მისთვის საუკეთესო რეკლამა გამოდგა. ამ დღეს, ხორვატიულმა ფირმამ ერთბაშად სამი ეგზემპლარი გაყიდა. ამის შესახებ Autocar-თან ინტერვიუში Rimac Automobili-ს გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა კრესო კორიჩმა განაცხადა.

„მართალია, ეს შესაძლოა სხვანაირად დასრულებულიყო, შესაძლოა სამსახურების ძებნაც კი დაგვჭირვებოდა, ყველაფერი კი ძალიან კარგად წავიდა და მეორე მოდელზე კომპანიას დიდი გეგმები აქვს“ – ამბობს კორიჩი.

კორიჩის თქმით Rimac-ს სურს ჰიპერქარების სერიოზული მწარმოებელი გახდეს . ამასთან, საუბარი არ არის მასობრივ წარმოებაზე. თითოეული მოდელის მაქსიმალური მოცულობა 500 ეგზემპლარს არ გადააჭარბებს, იდეალური კი 80-200 ერთეული იქნება.

Rimac C-Two აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავით, რომელთა სუმარული სიმძლავრე 1914 ცხენის ძალაა. ნულიდან 96 კილომეტრ/საათამდე ჰიპერქარი 1,84 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 412 კმ/საათია. სვლის მარაგი – 650 კილომეტრი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები