YouTube-ზე, Car Throttle-ს არხის ავტორებმა პირველი თაობის დიზელის ძრავიანი Skoda Octavia-თი ლონდონიდან სოფელ ნიურბურგამდე იმგზავრეს, სადაც სახელგანთქმული ნიურბურგრინგის ავტოდრომი მდებარეობს. მარშრუტის საერთო ხანგრძლივობამ 1287 კილომეტრი შეადგინა. უკან დაბუნებამდე სარბოლო ტრასაზე წრეც გაიარეს.
გარბენი 24 საათი გაგრძელდა და ბრიტანეთი, ბელგია, საფრანგეთი და გერმანია მოიცვა. საბორტო კომპიუტერი ას კილომეტრზე საწვავის ხარჯს 3,3 ლიტრს მიანიშნებდა. რეალური ხარჯი კი ას კილომეტრზე 3,8 ლიტრს შეადგენს.