კომპანია Skoda-მ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც უნივერსალი Fabia ჭანჭიკებამდე დაშალა. ეს პროცესი კი ერთ წუთშია ასახული.
ავტომობილი ჩეხური მარკის მლადა ბოლესლავის ქარხანაში გერმანული ჟურნალის Auto Bild-ის ხანგრძლივი ტესტის შემდეგ დაშალეს. ორი წლის განმავლობაში ცდებისას მისით 40-ზე მეტმა ადამიანმა იარა, გარბენი კი 106 000 კილომეტრია. ეს უნივერსალი დაკომპლექტებულია 1,2 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავით.
მას შემდეგ, რაც Fabia სრულად დაშალეს, მისი თითოეული დეტალი გერმანული კომპანია DEKRA-ს სპეციალისტებმა Auto Bild-ის ჟურნალისტებთან ერთად შეისწავლეს.
კომპანია Skoda გეგმავს, ავტომობილის ყველა დეტალი გერმანიაში გააგზავნოს, სადაც მარკის კოლეჯის სტუდენტები საგანმანათლებლო მიზნებით, ისევ ააწყობენ მათგან მთლიან ავტომობილს.