ფინეთის გზები ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. „ფინანსების დეფიციტის გამო, ფინეთის გზები წლიდან წლამდე სულ უფრო უარესდება“ – განაცხადა ფინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ანერ ბერნერმა.
ტრანსპორტის სამინისტრომ მძღოლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ გზების მომსახურების ხარისხით კმაყოფილების მაჩვენებლი დაეცა. გასულ ზამთარს ანტირეკორდიც კი დამყარდა.
გზების ვარგისიანობა ზოგიერთ მონაკვეთზე საგანგაშოა. ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა.
2016-18 წლებში მთავრობამ 600 მილიონი ევრო გზების რემონტისთვის დამატებით გამოყო. მოგვიანებით, გზების შესანახად კიდევ 364 მილიონი ევრო გადაამისამართეს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის.