LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისის მიკროავტობუსი” ზაფხულში კონდენცირების ჩართვას გვპირდება

53

კომპანია ​„თბილისის მიკროავტობუსი“კახა კალაძის განცხადებას ეხმიაურება, რომელიც ე.წ. ყვითელ მარშრუტებში კონდიციონერის ჩართვას ეხება და განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით,  „თბილისის მიკროავტობუსმა“ ზაფხულის პერიოდისთვის მზადება ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო და მთლიანად ავტოპარკში მიმდინარეობს დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ჰაერის გამაგრილებელების შეკეთება-შეცვლა, ასევე ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ ყველა მძღოლის მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა.

„თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე, მძღოლები ისარგებლებენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.
გარდა ამისა, მძღოლების ის ნაწილი რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი,“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები