Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ჩინურ კომპანიას საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს აშენება სურს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინურ კომპანიას საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს აშენება სურს

90

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ჩინური კომპანიის „Emeishan Gongping Environmental Technology“ წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საბურავების გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს პრეზენტაცია წარუდგინეს და საწარმოს მნიშვნელობის და ფუნქციონირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა საბურავებისა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებას ითვალისწინებს.

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ნარჩენი საბურავების რაოდენობა 13 500 ტონას შეადგენს, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს. ჩინური კომპანია, საწყის ეტაპზე, 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

საბოლოო გადაწყვეტილება საწარმოს გახსნის შესახებ უახლოს მომავალში იქნება განხილული, როდესაც მომზადდება როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა, ასევე „ნარჩენების მართვის კოდექსთან“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან“ თანხვედრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები