LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონა დინამოში: დონ დიეგო ბელარუსში წასვლას აპირებს

60

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა შესაძლოა ბელარუსში წავიდეს და იქაურ ბრესტის „დინამოს“ ჩაუდგეს სათავეში.

არგენტინული გაზეთი Clarin წერს, რომ მარადონას აგენტი მატიას მორლა „დინამოს“ პრეზიდენტს ორშაბათს დუბაიში ნახავს.

რამდენიმე დღეა, რაც ბრესტის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი რადოსლავ ლატალა გადადგა, რადგან მის საქმეებში კლუბის ხელმძღვანელობა ერეოდა.

მარადონას ბოლო სამუშაო ადგილი „ალ-ფუჯაირი“ იყო. არგენტინელი იმიტომ წამოვიდა, რომ ხელფასის საგრძნობ მატებაზე უარი უთხრეს, არადა დონ დიეგომ “ალ ფუჯაირი” არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლეს ლიგაში ვერ გადაიყვანა, რის შემდეგ გადადგა, მაგრამ გადაიფიქრა და დარჩენა ამჯობინა.
ბოლოს კი, როგორც ვთქვით, ფულზე ვერ შეთანხმდნენ და ახლა ახალ სამსახურს ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები