LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის გოლებს ვერავინ ეწევა, რონალდო თავის გოლებს ჯობნის: ზიდანი ნოუ კამპის რისხვაა

44

„ბარსელონამ“ საშინაო ელ კლასიკო ფრედ – 2:2 დაასრულა და ესპანეთის ჩემპიონატში წაუგებელ სერიას განაგრძობს. საინტერესო და დაძაბული მატჩი პატარ-პატარა სკანდალებით გამოირჩა: მსაჯმა არაერთი საკამათო გადაწვეტილება მიიღო, მასპინძლები კი სულაც ათი კაცით დატოვა. თუმცა მეორე ნახევარში გოლის გატანაშიც წაეხმარა, როდესაც ლუის სუარესზე ჯარიმა არ დააფიქსირა და მასპინძლებს შეტევის გაგრძელების საშუალება მისცა. იყო სხვა არაერთი ეპიზოდი, რაზეც უკვე ატეხეს ამბავი ორივე გუნდის მომხრეებმა. სანამ არბიტრზე და თანამედროვე სისტემების დანერგვაზე ბჭობენ, მანამდე…

 

ლეო მესიმ ელ კლასიკოში 26-ე გოლი გაიტანა და რეკორდი გაიმყარა. უახლოეს მდევრებს 18 გოლი აქვთ გატანილი. ერთი ალფრედო დი სტეფანოა, მეორე რონალდო (წუხელ დაეწია დი სტეფანოს). ახლა თავად განსაჯეთ ვინ არის არგენტინელის დამწევი. ამდენი გოლების გარდა, ლეოს 14 საგოლე პასიც აქვს კლასიკოებში.

 

ლეო მესისთვის წუხანდელი კლასიკო 35-ეა ზედიზედ. მან „რეალის“ ყოფილი მცველის პაკო ხენტოს რეკორდი გაიმეორა.
საერთო ჯამში, 30 წლის ფორვარდს უკვე 38 კლასიკო აქვს ნათამაშები, ამდენივე აქვთ ანდრეს ინიესტას და სერხიო რამოსს. მეტი კლასიკოთი თავს იწონებენ მანოლო სანჩისი 43), პაკო ხენტო (42) და ჩავი 42).

 

კრიშტიანო რონალდოს „ბარსელონასთან“ გატანილი გოლი 43-ე აღმოჩნდა ყველა ტურნირზე ერთად აღებული. პორტუგალიელმა უკვე გაიტანა გასულ სეზონზე მეტი (42 გოლი), თანაც მაშინ 4 მატჩით მეტი ითამაშა.

 

 

შეხვედრაში ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა. ეს ურუგვაელისთვის მე-6 გოლია „რეალის“ კარში 8 მატჩში. მისი ესპანეთში გადაბარგების შემდეგ კლასიკოში ამდენი არავის გაუტანია.

 

ზინედინ ზიდანი პირველი მწვრთნელია „სამეფო კლუბის“ ისტორიაში, რომელსაც არ წაუგია „ნოუ კამპზე“ ოთხიდან არცერთი გასვლითი მატჩი.
ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალმა“ ორი მატჩი ფრედ ითამაშა (2:2, 1:1) და ორჯერ მოიგო (3:1, 2:1).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები