LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ აფრიკაში ტურისტების გასეირნება კინაღამ ფატალური შედეგით დასრულდა

62
სამხრეთ აფრიკაში ტურისტების გასეირნება კინაღამ ფატალური შედეგით დასრულდა. შემთხვევა კრიუგერის ნაციონალურ პარკში მოხდა და თვითმხილველებმა მისი გადაღებაც შეძლეს.
როგორც კადრებში ჩანს, ავტომობილებისთვის განკუთვნილ გზაზე ძუ ლომი იდგა, რის გამოც ტრასაზე მოზრდილი საცობი წარმოიქმნა. მოულოდნელად მტაცებელი Hyundai-ს მარკის ავტომობილს მიუახლოვდა, კარგად დაყნოსა და უკანა კარის გაღება სცადა. ამან მძღოლი ძალიან შეაშინა და შეეცადა ტერიტორია რაც შეიძლება სწრაფად და თანაც ლომის გაუბრაზებლად დაეტოვებინა.

საბედნიეროდ, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ჭკვიანმა ცხოველმა გარშემომყოფები შოკირებული დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები