მესი სუარესის წინააღმდეგ: „ბარსელონას“ ლიდერები თავშესაქცევ რეკლამაში გადაიღეს.
ლეო მესი და ლუის სუარესი აღარ მეგობრობენ და მეტოქეებად იქცნენ. ასეთია ენერგეტიკული სასმელის Gatorade-ის სარეკლამო რგოლის იდეა.
რაშია საქმე და, ბიჭები ჯერ სულ ერთად არიან. მერე ტელეწამყვანი ამბობს, რომ საკლუბო სეზონი დასასრულს უახლოვდება. აქ კი მეგობრობა მეტოქეობაში გადადის, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი კართან მოდგა: მესი არგენტინას წარმოადგენს, სუარესი – ურუგვაის. ჰოდა, იწყება კიდეც დაპირისპირება.
კლიპს „ყველაფერი იცვლება“ ქვია.